Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბრიუსელი პოლიტიკურად მზად არ არის, საკუთარ თავზე აიღოს კონფლიქტის (რუსეთ-უკრაინის) მთავარი დამფინანსებლის როლი; ეკონომიკურად ამას ვერ გაქაჩავს; სტრატეგიულად კი – ვერ ფლობს არც ერთიან ხაზს და არც სუბიექტურობას

მარშალ პრესი 02/12/2025
davit kartvelishvili

„ამერიკა აღარ გადაიხდის ბრიუსელის, ლონდონის და კიევის შეთანხმებაზე უარის ფასს – ეს არ არის არც უკრაინის ღალატი და არც კრემლის მიმართ „მოულოდნელი” სიმპათია,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხიხ ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფლორიდაში დასრულებულ აშშ-უკრაინის სამიტის შედეგებს აფასებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკული გეგმის უარყოფა არ ნიშნავს აშშ-სთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას. ქართველიშვილი წერს, რომ მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა ის შეზღუდული იქნება. „მაშ ასე, დღეს მოსკოვში პუტინი, უიტკოფი და კუშნერი (ტრამპის სიძე) დიდი ალბათობით შეათანხმებენ ფლორიდაში დასრულებული აშშ-უკრაინის ბოლო სამიტის შედეგებს, რასაც ასევე დიდი ალბათობით, არ დაეთანხმება ბრიუსელი და კიევი.

თუ ეს ასე მოხდა, საბოლოოდ ჩამოყალიბდება გეოპოლიტიკური გზაგასაყარი – დადგება მომენტი, როდესაც მშვიდობას სთავაზობენ არა იმიტომ, რომ ყველა აქეთკენ ისწრაფვის, არამედ იმიტომ, რომ ომის რესურსები ზღვარს მიუახლოვდა. უკვე ოფიციალურად და საბოლოოდ დადგება მომენტი, რომელიც ტრამპს დიდი ხანია დაპირებული აქვს: ამერიკა აღარ გადაიხდის ბრიუსელის, ლონდონის და კიევის დაუნდობლობისა და შეთანხმებაზე უარის ფასს – ეს არ არის არც უკრაინის ღალატი და არც კრემლის მიმართ „მოულოდნელი” სიმპათია. ეს არის ახალი პრიორიტეტებით ძველის შეცვლა. ვაშინგტონმა შესთავაზა კიევს მორიგი „რეალისტური“ გეგმა, დააფიქსირა კიდევ ერთი მცდელობა და ამით თავი გაითავისუფლა მორალური და პოლიტიკური ვალდებულებისგან (“ხელებიც დამიბანია”) – დაუსრულებლად გააგრძელოს ომი.

ევროპა ამ კონფიგურაციაში ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება. ბრიუსელი პოლიტიკურად მზად არ არის, საკუთარ თავზე აიღოს კონფლიქტის მთავარი დამფინანსებლის როლი; ეკონომიკურად – ამას ვერ გაქაჩავს; სტრატეგიულად კი – ვერ ფლობს არც ერთიან ხაზს და არც სუბიექტურობას. ამის გარეშე – შეთანხმებული ამერიკული გეგმის უარყოფა ევროკავშირს შუამავლიდან საკუთარი რიტორიკის მძევლად აქცევს. ახლა არჩევანი მარტივიც და ამავდროულად, მკაცრია: ან გადაიხადოს და იომოს დამოუკიდებლად, ან გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდეს ახალ მოლაპარაკებებს – მაგრამ უკვე გაცილებით უარესი პირობებით. კიევისთვის შედეგები კიდევ უფრო მძიმეა – ამერიკული გეგმის უარყოფა არ ნიშნავს აშშ-სთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას, მაგრამ ნიშნავს მათ სტრატეგიული გაურკვევლობის რეჟიმში გადაყვანას. მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა გახდება ზე-დოზირებული, არადამაჯერებელი და “საბოლოო გამარჯვების” მკაფიო მიზნის გარეშე.

ეს არის შეზღუდული დახმარება გადარჩენისთვის, მაგრამ არა გამარჯვებისთვის. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, როგორ მთავრდება მსგავსი ფორმულები მათთვის, ვინც მათ იძულებით თანხმდება. ტრამპი ამ ვითარებაში ფსონს არ ზრდის. პირიქით – ის მას აფიქსირებს. ამერიკამ „ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო“. ახლა კი, პასუხისმგებლობა მთლიანად და საბოლოოდ გადანაწილდა ამ ტრიუმვირატზე (ბრიუსელი-ლონდონი-კიევი) – ან ევროპა და უკრაინა პოულობენ ძალას, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ან ომი გადაიქცევა რეგიონულ პრობლემად ამერიკის ჩართულობის გარეშე. საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს მკაცრი წესი: მშვიდობას ყოველთვის ორჯერ სთავაზობენ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იღებენ. ერთი მცდელობა გვახსოვს – სტამბულში და ვიცით, რითი დასრულდა. მეორე მცდელობა იყო ფლორიდაში – და დაველოდოთ, რითი დასრულდება. თუ მას დღესაც უარს ეუბნებიან – ხვალ ის, რა თქმა უნდა, დაბრუნდება, მაგრამ უკვე ზედმეტი ილუზიების და „ფასდაკლებების” გარეშე. ასევე, იმედგაცრუებული და გაბრაზებული ტრამპის პირობებში: მშვიდობის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ნომინანტების ოფიციალური რეგისტრაცია სრულდება 31 იანვარს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: “ნაცი”პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, მის “სამეცნიერო” კვლევაზე დაყრდნობით კი BBC “ვრემია” აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას
Next: ბრიუსელის მხრიდან საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტისთვის “ორმხრივი ინტერესის” სტატუსის მინიჭება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური წინსვლის მდგენელია – შეუქცევადი განვითარების გზაზე მდგომი საქართველო ევროკავშირის ინტერესებშიცაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.