Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცი”პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, მის “სამეცნიერო” კვლევაზე დაყრდნობით კი BBC “ვრემია” აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას

მარშალ პრესი 02/12/2025
giorgi gabunia

“ნაცი” პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად ბრომბენზილ ციანიდი, – ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება “ქართული”-ს ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია წერს სოციალურ ქსელში.

გაბუნიას განცხადებით, აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით BBC-მ გააკეთა სიუჟეტი, რის გასამყარებლადაც მათ საქართველოში მოქმედ ენჯეო აგენტურა გამოიყენეს. “ნაცი პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითვაზე დაყრდნობით აკეთებს დასვკნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა კონკრეტულად ბრომბენზილ ციანიდი. ნაცი ჩახუნაშვილის “სამეცნიერო” კვლევაზე დაყრდნობით კი BBC “ვრემია” აკეთება სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას.

სიუჟეტში განხილული ჭორის გასამყარებლად BBC იყენებს ენჯეო აგენტურის გურუს გიგაურს და კრიმინალ ბაჩიაშვილს.. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ სიუჟეტის საფუძველზე უეცრად ევროკავშირის პრეს-სპიკერი აკეთებს განცხადებას და ასევე ჰააგის სასამართლოსთან “ლაივ” ჩართვით ჩნდება ანა დოლიძე, საიდანაც აკეთებს განცხადებას.. ამას ჰქვია გამოდით გიცანით..” – წერს გიორგი გაბუნია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ის სტატიაზე- კვლევის ფარგლებში არ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული. “კამიტი”-ს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ამის ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი-კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი
Next: ბრიუსელი პოლიტიკურად მზად არ არის, საკუთარ თავზე აიღოს კონფლიქტის (რუსეთ-უკრაინის) მთავარი დამფინანსებლის როლი; ეკონომიკურად ამას ვერ გაქაჩავს; სტრატეგიულად კი – ვერ ფლობს არც ერთიან ხაზს და არც სუბიექტურობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.