Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?

მარშალ პრესი 01/12/2025
otar grigolia

ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ? – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, ოთარ გრიგოლია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გამოდის, რომ აქტივისტებს არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა, ამით კი თანამებრძოლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.

გრიგოლია მიიჩნევს, რომ წინსწარ გაწერილი რეაქციები და ერთნაირი განცხადებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი. “ანუ, რა გამოდის: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ? არც პოლიციისთვის მიუმართავთ და არც ქართული მედიისთვის, ჩასაფრებულები ელოდნენ, სანამ BBC ჩამოვიდოდა? ხალხიც კი არ გააფრთხილეს, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ვაიდა, კიდევ გამოეყენებინათ, ასობით თანამებრძოლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?! გარდა ამისა, წინასწარ გაწერილი რეაქციები, ერთნაირი განცხადებები და 9 აპრილის უხეში პარალელები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული ტყუილი, მცდელობა, უკვე ჩამქრალი პროტესტის მუხტი ხელოვნურად გააცოცხლონ. ყველაფერს აქვს საზღვარი !”- წერს ოთარ გრიგოლია.

Post navigation

Previous: BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში
Next: ლევან კოჭლოშვილი BBC-ის პუბლიკაციაზე: სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა – ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.