Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

მარშალ პრესი 01/12/2025
irakli aladashvili

ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში „არსენალი“ BBC-ის გამოძიებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ რამდენად საფუძვლიანია „ბი-ბი-სი-ს“ ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე და მნიშვნელოვან გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ალადაშვილი BBC-ის ჟურნალისტების ნათქვამს ციტირებს, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.
ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ის მართლაც არის კარგი გამხსნელი, „ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება… წყალში!“

„ბრიტანულმა BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ…

BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ (Camite) უწოდეს“.
„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით – რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, – წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე, ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება BBC-ის მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა „ქიმიური სითხე UN1710“ – ტრიქლორეთილენი და „ქიმიური ფხვნილი UN3439“- ბრომბენზილციანიდი…

BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.
ტრიქლორეთილენი – C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ), ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება… წყალში!

„კამიტად“ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი -C6H5CHBrCN, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში…

ამასთან, ბრომბენზილციანიდი „ჭამს“ ლითონს და ამიტომაც მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც…“-ვკითხულობთ სტატიაში.

Post navigation

Previous: BBC-ს სიუჟეტად ცნობილ ბინძურ პასკვილზე სუს-ის გამოძიება იმასაც გამოავლენს, რეალურად თუ როდის იყენებდნენ ნაცჯალათები ნამდვილ ქიმიურ იარაღს პროტესტების წინააღმდეგ, პანდორას ყუთი გახსნილია. არაერთ გარეწარს ვიხილავთ მართლმსაჯულების პირისპირ
Next: აქციის მონაწილეებმა გამოიკვლიეს აქციის დროს გამოყენებული გაზი, დაადგინეს, რომ ნიმუშები აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამდენ ხანს ჩუმად იყვნენ? BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ელოდნენ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.