Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 01/12/2025
592137297_865544192591304_6463832752690905973_n

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გადატანის შესაძლებლობები, რაც საკუთრების უფლების კიდევ უფრო მეტ დაცულობას, პროცესების გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სასაგენტოს მიერ დანერგილი სერვისის, “გონიერი კონტრაქტის” და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება უძრავი ქონების ტოკენიზაცია, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს. საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, რაც ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ ფაზაში გადაიყვანს.

Post navigation

Previous: დიმიტრი სამხარაძე BBC-ის სტატიაზე: იდიოტობას გვაბრალებენ
Next: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა: უკრაინის მხრიდან ბალტიის ზღვაში რუსულ გემებზე თავდასხმა გონივრული არ იქნებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.