Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე BBC-ის სტატიაზე: იდიოტობას გვაბრალებენ

მარშალ პრესი 01/12/2025
dimitri samkharadze

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სამხარაძის განცხადებით, BBC საქართველოს ხელისუფლებას იდიოტობას აბრალებს.

„ BBC”

ქუთაისში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა, “ნიკულინას” ეძახდნენ. ამ ნიკულინას საცოლე ჰყავდა და ჯარში გაწვევამდე დაქორწინებას თავი ვერ მოაბა. წავიდა ჯარში ნიკულინა და საცოლე გაუთხოვდა. ადრე “სეფა” იშლებოდა და იქ ეწყობოდა ხოლმე ქორწილები! გაიგო ნიკულინამ მისი ყოფილი საცოლის ქორწილის დღე, მისამართიც, გამოიპარა ჯარიდან, მოიპარა “Гавновоз-ი”, მიადგა სეფას და შიგნით, მთელი ნაპორით გაუშვა, რა ქორწილი, ჩაიშალა ყველაფერი! BBC-ის ბჟუტურზე გამახსენდა ეს ისტორია! ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით მუვუშვებდი აკაცუკებს, სრული ნაპორით მეთანხმებით? იდიოტობას გვაბრალებენ და ხალხს მაინც გავახარებდით! თან, BBC ასე არ გაფარჩაკდებოდა და ბიოლოგიურ იარაღს მიაწვებოდა“,– წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: პლინტუსს ქვემოთ ჩაშვებულ BBC -თან განცხადებების და უარყოფების ენით საუბარს, სჯობს სამართლებრივი გზით დავა, რომ მორიგ ჯერზე, ისევე როგორც დონალდ ტრამპის სიტყვის გაყალბების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ჩააყოფინო დინგი ტალახში
Next: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.