Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ვანო ჩხიკვაძე ამას ფაქტობრივად ფეხდაფეხ მიჰყვა

მარშალ პრესი 27/06/2022
გიორგი ხელაშვილი

მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ღირებულება არის მათი მიუკერძოებლობა – სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვხედავთ და ეს კიდევ ერთი შემთხვევაა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ვანო ჩხიკვაძეზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ვანო ჩხიკვაძე ამას ფაქტობრივად ფეხდაფეხ მიჰყვა – ჯერ ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, შემდეგ როდესაც მიხვდნენ, რომ ძალიან შეტოპეს, დაიწყეს დამუხრუჭება და ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს დასავლეთ თხოვდნენ, საქართველოსთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, მერე, როცა ვერ მივიღეთ სტატუსი, ამბობდნენ, რომ ეს მთავრობის ბრალია და ბოლოს, ერთობლივი თვალსაზრისი გამოჩნდა, რომ, მოდი, ახლა ჩვენ მოგვეცით საშუალება, გამოვასწოროთ საქმე“, – განაცხადა ხელაშვილმა.

სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის კიდევ ერთი განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. ვანო ჩხიკვაძე ამჯერად ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ეთანხმება და აცხადებს, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მომხრეა.

Post navigation

Previous: იენს სტოლტენბერგი: როდესაც ლისაბონში წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება
Next: მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.