Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

იენს სტოლტენბერგი: როდესაც ლისაბონში წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება

მარშალ პრესი 27/06/2022
იენს სტოლტენბერგი

რუსეთი გავიდა პარტნიორობისა და დიალოგის სივრციდან, რომლის ჩამოყალიბებასაც ნატო წლების განმავლობაში ცდილობდა. რუსეთმა ეს უკრაინაში სასტიკი შეჭრით გააკეთა, დაარღვია არა მარტო საერთაშორისო კანონმდებლობა, არამედ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ რუსეთთან, რათა არსებითი დიალოგის საწარმოებლად გარემო შეგვექმნა, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი ნატოს სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის.

„არსებითი დიალოგი, რომელსაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით, დღეს აღარ მუშაობს. ამის მიზეზი რუსეთის ქცევაა. მათ კონფრონტაცია არჩიეს დიალოგს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ ნატო ამ რეალობასთან ადაპტაციას ახდენს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ თავდაცვის კუთხით ფუნდამენტური ცვლილებით ვაკეთებთ. მაინც საჭიროა კომუნიკაციის არხები, იმისთვის რომ ინციდენტების თავიდან აცილება მოხდეს. დიალოგი და პარტნიორობა, რომლისკენაც მივისწრაფოდით, დღეს აღარ გვაქვს. ლისაბონში, როდესაც წინა სტრატეგიული დოკუმენტი მივიღეთ, დმიტრი მედვედევი მონაწილეობდა შეხვედრაში და ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი სტრატეგიული პარტნიორი იყო. ამიერიდან, ეს ასე აღარ იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა: ყველა, ვინც არახამიას ცილისწამებებს იზიარებს და ავრცელებს, ჩვენი სამშობლოს მოძულე და გამყიდეველია
Next: გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ვანო ჩხიკვაძე ამას ფაქტობრივად ფეხდაფეხ მიჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.