Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპამ ყველაფერი სხვას ჩააბარა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მის მაგივრად მიიღება და ახლა გაოგნებული აღიარებენ: „აშშ აღარ გვეთანხმება უსაფრთხოების საკითხებზეო

მარშალ პრესი 30/11/2025
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ჟოზეფ ბორელის განცხადებას „ტრამპის შეერთებული შტატები ვეღარ ჩაითვლება ევროპის მოკავშირედ, რომელსაც კონსულტაცისაც კი არ უწევენ მის უსაფრთხოებაზე მოქმედ საკითხებთან დაკავშირებით“, სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ბრიუსელის კრიზისი ტრამპით არ დაწყებულა, მან მხოლოდ სააშკარაოზე გამოიტანა ის, რაც დიდი ხანი დამალული იყო.

„გვამს არ ეკითხებიან, სად სურს გადასვენება…
ჟოზეფ ბორელი: ტრამპის შეერთებული შტატები ვეღარ ჩაითვლება ევროპის მოკავშირედ…“ ეს სიტყვები არა ტრამპის პოლიტიკის ბრალი, არამედ ბრიუსელის ათწლიანი ილუზიის შედეგია.
ევროკავშირის ელიტამ საკუთარი სუვერენიტეტი ისე გადაუფორმა ვაშინგტონს, რომ დღეს გაოცებული სხედან და ვერ ხვდებიან, რომ მარიონეტებთან კონსულტაციებს არავინ მართავს.
რა დაემართა ევროპას?
კონტინენტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისტორიის ფორმირების ცენტრი იყო, გადაიქცა ამერიკული უსაფრთხოების არქიტექტურის დანამატად, ამერიკული საგარეო პოლიტიკის გეოგრაფიულ გაგრძელებად. უსაფრთხოება – ნატოსგან; სტრატეგია – ვაშინგტონიდან; გადაწყვეტილებები – თეთრი სახლიდან. ბრიუსელს დარჩა მხოლოდ “ქოფი-ფეისთის” და სხვისი დღის წესრიგის ლეგალიზების ფუნქცია.
ევროკავშირის ბიუროკრატია იმდენად აიხლართა საკუთარ უნიათობაში რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში თავიანთი ეროვნული ინტერესების შესახებ საუბარიც კი არააქტუალურ საკითხად ითვლება. საკუთარი ხმაც აღარ აქვთ, დარჩათ მხოლოდ ექო, რომელიც იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ.
ტრამპის ახლანდელ პოლიტიკას ევრობიუროკრატია ბალასტად დააწვა. მძიმე, უმოქმედო, თვითდაკარგული პოლიტიკური ინსტიტუცია, რომელმაც სტრატეგიული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერ აიღო. ნდობა როგორ უნდა მოსთხოვო ვინმეს, როცა თავადვე დაამტკიცეთ, რომ დამოუკიდებლად ვერ აზროვნებთ?
ბრიუსელის კრიზისი ტრამპით არ დაწყებულა, ტრამპმა უბრალოდ გააშიშვლა ის, რაც დიდი ხანია დამალული იყო. ევროპამ ყველაფერი სხვას ჩააბარა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მის მაგივრად მიიღება და ახლა გაოგნებული აღიარებენ: „აშშ აღარ გვეთანხმება უსაფრთხოების საკითხებზე“.
რატომ უნდა დაგეთანხმონ, როცა მთელი კონტინენტი საკუთარი ნებით აქციეთ სხვისი ინტერესების მსახურად?!
P.S. გვამს არ ეკითხებიან, სად სურს გადასვენება…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც აშშ-ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს
Next: სუს-ი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.