Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც აშშ-ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს

მარშალ პრესი 30/11/2025
nana kakabadze

ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც აშშ-ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით მანამ, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

„რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა იმას, რომ „ფარას“ ანალოგი კანონი უნდა იყოს მიღებული სრულიად ევროკავშირის ქვეყნებში და მოუწოდეს, რომ ეს იყოს მიღებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მათ ხაზი გაავლეს, რაღაც „ღირსეული ქვეყნებს“ და „მდაბიო, მეორეხარისხოვან“ ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ მოგვაქციეს.

თურმე, ევროკავშირის წევრს ქვეყნებს „ფარას“ კანონი სჭირდებათ იმიტომ, რომ გარედან შემომავალი საფრთხეებისგან დაცულები იყვნენ და საქართველოს, ამ საფრთხის აცილების უფლება არ აქვს.

უკვე მიღებულ კანონზე გეუბნებიან, რომ გააუქმო, რომ „ეს შენ არ გჭირდება და შენ ხარ მეორეხარისხოვანი ქვეყანა“. ეს დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ დიპლომატს ევროპარლამენტში, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ეს ღირსება ჯერ არავის დაუკარგავს და არც არავინ აპირებს ამის დაკარგვას. ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ თვითონ ვსაზღვრავთ, რა კანონები გვჭირდება, ამის გარედან კარნახი საჭირო არ არის“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია – ლელო
Next: ევროპამ ყველაფერი სხვას ჩააბარა, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მის მაგივრად მიიღება და ახლა გაოგნებული აღიარებენ: „აშშ აღარ გვეთანხმება უსაფრთხოების საკითხებზეო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.