დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან, მულტიფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა დაასრულა.
გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა.
მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზეა გათვლილი.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ მოსასვენებელ სივრცეს.
სამუშაოებისთვის, ჯამში, 835 000 ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძესა და თბილისის საკრებულოს დიდუბისა და დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატებთან გივი ჩხარტიშვილთან და შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო.

