Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს – გამოცემა “ტელეგრაფი”

მარშალ პრესი 28/11/2025
trampi da putini trump-putin

„ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს“, – სტატიას ამ სათაურით The Telegraph-ი აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი გააგზავნა მოსკოვში, რათა მათ ეს წინადადება პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გააჟღერონ.

„როგორც ჩანს, ტერიტორიების აღიარების გეგმა, რომელიც აშშ-ის დიპლომატიურ კონვენციას არღვევს, შესრულდება, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად“, – წერს გამოცემა.

The Telegraph-ის წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ევროპელების პოზიცია. „ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – აცხადებს წყარო.

პარასკევს კრემლში განაცხადეს, რომ თავდაპირველი სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი მიიღეს, რომელიც ჟენევაში უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავდა.

Post navigation

Previous: ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა – შალვა პაპუაშვილი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან, მულტიფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა დაასრულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.