Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

მარშალ პრესი 28/11/2025
archil gorduladze

ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას, – იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრისას.

დეპუტატი გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ელჩის კრიტიკას.

„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, – აცხადებს გორდულაძე.

ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების ყველა ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის
Next: ეს არის მნიშვნელოვანი აქცია იმისთვის რომ, კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს უსამართლობაზე გაურიგდეს „რეჟიმს“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.