Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაქარია წიკლაური: მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების ყველა ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის

მარშალ პრესი 28/11/2025
zakaria tsiklauri

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოებს ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და სამგორის რაიონის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით და ჩართულობით ხდება ამ პროექტის განხორციელება.

რა თქმა უნდა, გამგეობა და მერია გვერდში უდგას მოსახლეობას და შესაბამისად უფრო მარტივად ხორციელდება ეს პროექტი. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მოსახლეობას იმისთვის, რომ მიმდინარე სამუშაოების ყველა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სამგორის რაიონში განებივრებულები ვართ ბევრი რეკრეაციული სივრცით, მსურს მადლობა გადავუხადო გამგეობას კიდევ ერთი ლამაზი სივრცისთვის, რომელიც სულ მალე შეემატება ჩვენს რაიონს და ქალაქს,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

Post navigation

Previous: ბელგიის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსული აქტივების გამოყენების გეგმით, ევროკავშირი, ფაქტობრივად შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ეწინააღმდეგება
Next: არჩილ გორდულაძე პეტერ ფიშერზე: ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.