Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ ნატოს მოკავშირეები და სისხლითა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობით დავადასტურეთ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან

მარშალ პრესი 27/06/2022
გიორგი ვოლსკი

ნატოს სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღეს კომენტარი მედიისთვის პარლამენტში გააკეთა.

„ჩვენ ვართ ნატოს მოკავშირეები და სისხლითა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობით დავადასტურეთ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. მსოფლიოში სტაბილურობის შენარჩუნება, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლა და ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში არის ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი თითით საჩვენებელი. ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მთავრობის მეთაურმა სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

Post navigation

Previous: ვახტანგ კაპანაძე: ნატო გაცილებით აქტიური, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება – ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები
Next: საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.