Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვახტანგ კაპანაძე: ნატო გაცილებით აქტიური, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება – ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები

მარშალ პრესი 27/06/2022
ვახტანგ კაპანაძე

ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო. გაცილებით აქტიური იქნება, გაცილებით ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება. ეს მომენტი გამოსაყენებელია და პროაქტიული, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, – ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის” მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

„ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები, რომელიც რეალური და ქმედითი იქნება. ეს ასევე უნდა გულისხმობდეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ნატოს კიდევ უფრო გააქტიურებას“, – აღნიშნა კაპანაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი იენს სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გახსნა
Next: გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ ნატოს მოკავშირეები და სისხლითა და უამრავი ადამიანის ჯანმრთელობით დავადასტურეთ ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.