Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განათლების სისტემაში გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია

მარშალ პრესი 26/11/2025
irakli kobakhidze

განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოთხ წელიწადში შესაძლებელია თვისებრივი ცვლილების მიღწევა ქვეყანაში და ეს არის განათლების რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა.

„დღეს განათლების სისტემაში გვაქვს არასახარბიელო მდგომარეობა. დონე შორს არის დამაკმაყოფილებლისგან, აქედან გამომდინარე, გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია.

თვისებრივი დაახლოება განვითარებული ქვეყნების სისტემებთან არის შესაძლებელი, თუნდაც 4-წლიან პერიოდში, ინფრასტრუქტურით, სწავლების შინაარსით, სასწავლო პროგრამებით, საკადრო პოლიტიკით. შეგვიძლია 4 წელიწადში მივაღწიოთ თვისებრივ ცვლილებას ქვეყანაში და ეს არის ამ რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა. განათლებული საზოგადოება ნიშნავს განვითარებას ყველა მიმართულებით.

ეს ნიშნავს ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური მიმართულებით განვითარებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და გამყარებას. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაზე, მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე და სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რომელმაც მიგვიყვანა კონცეფციამდე, რომელიც საზოგადოების წინაშე წარვადგინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში
Next: პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა – დიმიტრი ცქიტიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.