Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში

მარშალ პრესი 26/11/2025
irakli kobakhidze

სად ჩანს ადამიანი ამ კონცეფციაში – ეს ადამიანი არის სტუდენტი, რომელიც დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, თვითრეალიზების შესაძლებლობებით, საერთო საცხოვრებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებით.

„ეს არის დღეს სტუდენტის სახე უმაღლესი განათლების სისტემაში, სამწუხაროდ. და როგორია სტუდენტის მდგომარეობა ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ. ეს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა, მიდიხარ მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიაში, გხვდება კვალიფიციური ლექტორი, მაღალი დონის სახელმძღვანელო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, საერთო საცხოვრებელი დღეს რომ არ არსებობს და ბინას ქირაობ სამჯერ მეტ ფასად, შეიძლება სამჯერ იაფად გქონდეს მაღალი დონის საერთო საცხოვრებელი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არის, როგორიც უნდა იყოს სტუდენტის მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შემდეგ. თუ აქ არ ჩანს ადამიანი, მაშინ სად შეიძლება გამოჩნდეს სტუდენტის მდგომარეობა სხვაგვარად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Post navigation

Previous: მიშიკოს ვურჩევდი “მონანიებას” უყუროს, აბელ არავიძის პერსონაჟთან შეხვედრა, სარკეში ჩახედვასავით იქნება მისთვის
Next: განათლების სისტემაში გვჭირდება საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ შედეგად მივიღოთ ევროპული დონის განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც მიღწევადია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.