Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში

მარშალ პრესი 26/11/2025
irakli kobakhidze

3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული სისტემა – 4+2 არავითარ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.

„არავის გაუანალიზებია, რამდენადაა აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ მიზანშეწონილად 3+1+1 სისტემაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელიწადში სავსებით არის შესაძლებელი ბაკალავრიატის გავლა მაღალი ხარისხით და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა და + 1 წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება.

დამატებით, გაიზრდება სამუშაო ძალა – 30 000 ადამიანით, რაც არის ეკონომიკური ეფექტი, დაკავშირებული ამ კონკრეტულ ცვლილებასთან.

მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ანუ აპრობირებული პრაქტიკაც არის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი ეს სისტემა და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს თანხები ისევ უმაღლეს განათლებაში უნდა ჩაბრუნდეს, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და ეს მიზანი უნდა იყოს ხარისხის ამაღლება უმაღლესი განათლების სისტემაში,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი – სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში
Next: მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან – უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.