Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი – სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში

მარშალ პრესი 26/11/2025
irakli kobakhidze

ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში 3-4 წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შეიქმნას ყველა ძირითად საგანში.

„თუ ჩვენ საკადრო პოლიტიკას და მთლიანად, უმაღლესი განათლების პოლიტიკას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია სახელმძღვანელოები შევქმნათ ყველა ძირითად საგანში. ეს შესაძლებელია 3-4 წელიწადში სწორი მიდგომით მუშაობის პირობებში. დღეს, რომ ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტი, კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით არის ორი ძირითადი საგანი – კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. აქედან ერთ-ერთ საგანში, ადამიანის უფლებებში დღემდე არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. საქმე ეხება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო არ გვაქვს. ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა და ეს უნდა იყოს კონცეფციის მთავარი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე, არ შეიძლება, მაგალითად, მოამზადო სტუდენტი იურისტად და დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის
Next: 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.