Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას

მარშალ პრესი 26/11/2025
irakli kobakhidze1

გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

 მთავრობის მეთაურის თქმით, დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

 „დემოგრაფია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. შარშან გვქონდა პირველი წელი გასული წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში შემოსული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ გადააჭარბა გასული მოქალაქეების რაოდენობას.

წინა წლების განმავლობაში გვქონდა დიდი მინუსი. ასევე დაბადება-გარდაცვალების თანაფარდობასთან დაკავშირებითაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. როგორც ბუნებრივი მატების, ისე მიგრაციის ნაწილში გვაქვს გამოწვევები, თუმცა ეს ცალკე საკითხია და შეგვიძლია ცალკე ინტერპელაციის ფარგლებში შეგვიძლია დეტალურად ვიმსჯელოთ. კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ამ საკითხის გადაჭრა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რაც მთავარია, გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: წუმპეში ბაყაყები რომ ისხდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ – შალვა რამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიაზე
Next: ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია დიღმის მასივის მესამე კვარტლის 37-ე კორპუსსა და მეექვსე კვარტლის 23-ე კორპუსში მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.