Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წუმპეში ბაყაყები რომ ისხდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ – შალვა რამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიაზე

მარშალ პრესი 26/11/2025
shalva-ramishvili

შალვა რამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას შესახებ წერს:

“ჩერგოზე მინდა გითხრათ. ერთი შეხედვით ახირებაა მისი ამოჩემება ჩემს მიერ. არც თუ ისე ახალგაზრდა , ლუზერი, ფსიქიკური აშლილობით (დიაგნოზი ზუსტად არ ვიცი) . ყველგან სადაც იყო იმ დაწესებულებებისა თუ პარტიების ანიჰილაცია გამოიწვია. ერთი საბრალო ქალია. არაფრის დაშავების თავი არა აქვს. უინტერესოა.
მაგრამ მთლად ასე არაა.

ჩერგო და გიგა განასახიერებენ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონს საქართველოში, რეიგანისა და ზოგადად აშშ-ის თავგადაკლულ ფანებს. ჩერგოს ყველაზე ნათელი მომენტი იყო როცა ჰილარისთან ერთად პანელზე იდგა (ან იჯდა)! სადაა ჰილარი, სადაა საერთოდ დემოკრატიული პარტია – ევას პავაროტში. სხვა ამერიკა იშვა და ლიბერალური დემოკრატიაც დასრულდა. მაგრამ როგორც ყველა სექტანტს ჩერგოგიგას ამის არ სჯერავთ.

რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ, მიკრონებში გაზომვად რეიტინგებში ფართხალებენ და ეს ხდება უდიდესი აპლომბით, აროგანტულად. წუმპეში ბაყაყები რომ ისხდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ – ზუსტად ეგ სურათია.

ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით. საინტერესოა სად გაასხავენ როცა რეალობა მწარედ ჩაჰკრავს თავში? მაგრამ ეგ ბიფურკაციის წერტილი უკვე ჩავლილი აქვთ ჩემი აზრით. ვნახოთ… დავაკვირდეთ.”- წერს შალვა რამიშვილი.

Post navigation

Previous: EAGLE HILLS-ის პროექტი ბიზნესმენებისთვის სიგნალია, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება, ხოლო საერთაშორისო ინვესტორები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა
Next: გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.