Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

მარშალ პრესი 24/11/2025
romi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.

შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა შეასრულა.   კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძე და ლოტბარი გიორგი დონაძე.

ღონისძიება  საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გამართა.

ვატიკანის საიუბილეო თარიღი რომში 25 წელიწადში ერთხელ, 1300 წლიდან აღინიშნება.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიგო რწმუნებული წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
Next: დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ დესტაბილიზაციას – დავით ქართველიშვილი „კომედი შოუს“ მსახიობებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.