Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიგო რწმუნებული წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 24/11/2025
1763962425811

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

წმინდა გაბრიელი (ქიქოძე) 1825 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში დაიბადა. მთელი ცხოვრება საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, განათლების მხარდაჭერასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა. განსაკუთრებულად მდიდარია მისი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვისა და ეროვნული ცნობიერების წინსვლის მიმართულებით. მის დროს აშენდა და აღდგა 200-ზე მეტი ტაძარი, ხოლო ქვეყანაში დაფუძნდა ასამდე სამრევლო სკოლა, ქალთა სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

ღონისძიების ფარგლებში, ბახვის წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში აღევლინა წმინდა მღვდელმთავრისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვა. ბახვის საჯარო სკოლაში კი გაიმართა სემინარი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

Post navigation

Previous: გერმანიის პოლიციამ მამაკაცის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა
Next: ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.