Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტის რეგლამენტი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ის ამ შესაძლებლობას არცთუ ხშრად იყენებდა

მარშალ პრესი 27/06/2022
მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო თანამშრომლობისთვის, თუმცა ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებულ შესაძლებლობებს არ იყენებდა.

„ხაზგასმით ვამბობ – ხელისუფლება კი არ დაიწყებს, არამედ გააგრძელებს ამ თვალსაზრისით მუშაობას ოპოზიციასთან. პარლამენტის რეგლამენტი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ის არცთუ ხშრად იყენებდა ამ შესაძლებლობას. სხვათა შორის, ასე წარიმართა ევროინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმების დიდი ნაწილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ, რეკომენდაციების სახით, 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქვს.

Post navigation

Previous: ირაკლი ქადაგიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებს, არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება
Next: ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ. ვიდეო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.