Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა!

მარშალ პრესი 17/11/2025
dimitri samkharadze

უკრაინაში არის ასეთი პოლიტიკოსი, პოდოლიაკი მიხაილო, ზელენსკის ასისტენტია, ანუ Dummer August-ი! გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა და მისი განცხადებები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! სიახლეც არ არის, რომ არც უკრაინელ მონებს არ აცვლევინებენ ტექსტს და ტყუილს, დეზინფორმაციას ავრცელებინებენ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

სამხარაძის განცხადებით, ზელენსკი პროფესიონალურად ასრულებს კრემლის და ევროპელ ჩინოვნიკთა დავალებებს, რამდენადაც არცერთ მხარეს არ აწყობს ძლიერი უკრაინა მეზობლად.

მისივე თქმით, ის რომ მათ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება სურთ, ლოგიკურია, რამდენადაც მათ კაპიტულანტი სააკაშვილის გამოცდილება ნამდვილად სჭირდებათ.

„ზოგადად მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა! სხვისი ინტერესების გატარების სანაცვლოდ, საკუთარ მოსახლეობას რომ წირავს და უკრაინის სახელმწიფოს ანადგურებს! პროფესიონალურად ასრულებს პუტინის და კორუმპირებული ევროპელი ჩინოვნიკების ოცნებას. როგორც რუსეთს, ისე ევროპასაც არ აწყობს, ძლიერი უკრაინა ესაზღვრებოდეს და ამ ცირკში, კლოუნთა დასი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასაშლელად! ამ Dummer August-ს რომ დავუბრუნდეთ, ამათი პრიორიტეტი და დღის წესრიგი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ყოფილაო, ლოგიკურიც არის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ავანტურის დამწყები და მერე კაპიტულიანტი სააკაშვილის გამოცდილება ნამდვილად სჭირდებათ. თუ კაპიტულაციის გამოცხადებას აპირებენ, ჯალათი სააკაშვილი კარგი მასწავლებელი იქნება! თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ!!! საქართველოს ჰყავს ეროვნული, პრო-ქართული ხელისუფლება! გუნდი, რომლის სათავეშიც ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილია, პრემიერი ირაკლი კობახიძე, ქართველები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ინტერესების დაცვაა, დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნება და ჯალათი სააკაშვილი, სულ რომ ბოლომდე გადაისხათ, პასუხს აგებს ქართულ ციხეში, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო! რაც შეეხება კლოუნებს, ტექსტი არ შეცვალოთ !!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Post navigation

Previous: ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა – კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება
Next: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.