Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა – კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება

მარშალ პრესი 17/11/2025
zaza shatirishvili

კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ Ipsos – ის კვლევის მთავარ აქცენტებს, რომელიც “დიპ სტეიტმა” შემოგვთავაზა – გარდა იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს უკიდურეს უკმაყოფილებას დემოკრატიული მმართველობის მიმართ, მათ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად, საშიშად ესახებათ. ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილი Ipsos-ის კვლევას ხაფანგს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო ამაში არ უნდა გაებას.

“კვლევის, ანუ “დიპ სტეიტის” ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის, რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა – ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, თავისუფალი არჩევნები, ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა, კონკურენტუნარიანი ბაზარი დაჯანსაღი ეკონომიკა – ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო, მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს, დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე – დემოკრატიამ ვერ და ვერ გაამართლა”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

 

Post navigation

Previous: დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა
Next: დიმიტრი სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.