Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება

მარშალ პრესი 27/06/2022
რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

„უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდისავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება. ჩემთვის უცნაურია, როცა ასეთი ყურადღებაა იმ საკითხის მიმართ, რომელიც თეორიულად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან, არახამიას არ ვიცნობ, ვინც იცნობს, სჯობს, ურჩიოს, რომ მტკიცებულებები დაიდოს. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო იაქტიურებს, კარგია, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

Post navigation

Previous: ექიმი მარნეულში დაღუპულ ორსულზე: კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა
Next: სოფ. ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.