Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ექიმი მარნეულში დაღუპულ ორსულზე: კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა

მარშალ პრესი 27/06/2022
მარნეულში

მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე დაღუპული იყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.

„კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო. ნაყოფის ამოყვანისას, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – ამბობს კლინიკის მორიგე ექიმი ლელა სულაქველიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

საავადმყოფოშია გარდაცვლილი ქალის ორი შვილი. შვიდი და რვა წლის მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. ერთი მათგანი კლინიკაში რჩება, მეორე კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

მეხუთე სართულის აივანი მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ ჩამოინგრა, რამაც ქვედა სართულებზე აივნების ჩამოშლა გამოიწვია. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, რასაც მარნეულის მერიაში უარყოფენ.

ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე ტვ-მთავარს: ფეიკებიც აღარ გამოგდით. სინამდვილეში სანქცირებული ტვირთი გადიოდა ტრანზიტზე და საქართველომ არ გაატარა, მავნებლები კი ჩასაფრებულები იყვნენ რომ აეტეხათ ვაი-უშველებელი, თუმცა იმედები გაუცრუვდათ
Next: სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.