Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევრობიუროკრატებმა კარგად იციან, რომ მათთვის საჭიროა ჩვენთან ურთიერთობა, უბრალოდ ეს არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი იმისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე

მარშალ პრესი 15/11/2025
eka sepashvili

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი პაველ ჰერჩინსკის წერილს ეხმიანება, სადაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა რომ საქართველოსთან ევროინტეგრაციის ფარგლებში ურთიერთობა ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს გაწყვიტა. “ეს ადასტურებს თუ როგორ იტყუება ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებამ” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ წერილში კიდევ ერთი საგულისხმო ნაწილია, სადაც წერია, რომ 2025 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველო ვეღარ შეძლებს ისეთ პროექტებში მონაწილეობას, როგორიც არის მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა და ა.შ

ეკა სეფაშვილის განმარტებით, ევრობიუროკრატები იაზრებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოსთან პარტნიორობა. “ეს წერილი [პაველ ჰერჩინსკის წერილი] ძალიან უცნაურია. პირველ რიგში, ეს ადასტურებს თუ როგორ იტყუება ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ევროინტეგრაცია შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებამ. სწორედ ამ წერილით გავიგეთ, რომ 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მათი მხრიდან შეჩერდა ევროინტეგრაცია, ჩვენი მხრიდან კი ჯერ კიდევ გრძელდება ეს პროცესი. 5 თვის თავზე, 28 ნოემბერს, როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ გაწევრიანების შესახებ საუბრის დაწყებას 2028 წლამდე არ ვგეგმავთ, ამას მოაბეს უამრავი პროვოკაცია.

ამ წერილში არის ერთი საგულისხმო მომენტიც, რომლითაც ისევ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან ევრობიუროკრატები – წერია, რომ 2024 წლის 27 ივნისს შეაჩერეს ევროინტეგრაცია და 2025 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველო ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, როგორიც არის მაგალითად ორგანიზებული კრიმინალურ დანაშაულთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა. 2024 წელს თუ შეაჩერეს ევროინტეგრაცია, მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა ეს პროექტები? აქ ვხედავ ერთ რამეს – მათ ძალიან უნდათ საქართველოსთან ურთიერთობა, აღიქვამენ და აცნობიერებენ რამხელა როლი აქვს საქართველოს მაგალითად ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, რომ აღარაფერი ვთქვა ევროკავშირის ენერგო და ციფრულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ დაკავშირებაზე ცენტრალურ აზიასთან, რომელთან ეკონომიკური ინტეგრირებისკენ მიისწრაფვის მსოფლიო. ფაქტობრივად თავის თავს თავად ეწინააღმდეგებიან ევრობიუროკრატები. მათ კარგად იციან, რომ მათთვის საჭიროა ჩვენთან ურთიერთობა, უბრალოდ ეს არის ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი იმისთვის, რომ მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ევდოშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
Next: პენიტენციური სამსახური ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული რეპორტაჟის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.