დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის მიხედვით, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოეწყო საბავშვო სივრცე, დაიდგა საპარკე ინვენტარი.
განხორციელებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 132 000 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

