Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ

მარშალ პრესი 13/11/2025
davit chikhelidze

მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია.

„მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ იქცა ბრიუსელი ზედმეტად დომინანტურ და მორალურად გადამწყვეტ ცენტრად, რომელიც საკუთარი ინტერესების გასატარებლად სხვათა საქმეებში ჩარევას ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგივე მიდგომა ვლინდება საქართველოს მიმართაც. ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია. სინამდვილეში, საქართველო ევროკავშირისგან იმავე უსამართლო მოპყრობას განიცდის, რასაც ახლა ვაშინგტონი დაუპირისპირდა, ორმაგი სტანდარტებითა და მიკერძოებული შეფასებებით. როდესაც საქმე ეხება დიდ სახელმწიფოებს, ევროკავშირის კრიტიკა მოჩვენებითია და უვნებელი, მაგრამ პატარა ქვეყნებთან მიმართებაში, მით უფრო პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად გადადის ზეწოლასა და მუქარაში. რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ!“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.