Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვაშინგტონმა პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი – ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

მარშალ პრესი 13/11/2025
marko rubio

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკამ პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი.

„აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქცირეთ ძირითადი სანავთობო კომპანიები, რასაც ყველა ითხოვდა. თვალნათელია, რომ ეს უნდა შესრულდეს. გავა დრო და ამას [რუსეთი] იგრძნობს. არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეიძლება“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა აგრეთვე რუბიოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებაზეც ჰკითხეს.

„რაც შეეხება „ჩრდილოვან ფლოტს“, ეს უფრო სანქციების აღსრულების საკითხია და, ცხადია, სანქციები უნდა აღსრულდეს. ჩვენ სანქციებს მხოლოდ იმისთვის არ ვაწესებთ, რომ მოგვიანებით არ გამოვიყენოთ. ჩვენ მათი აღსრულებითაც დაინტერესებული ვართ. ასე რომ, ეს უფრო კონტროლის საკითხია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც ევროპელებსაც შეუძლიათ, ვინაიდან „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ამბები მათთან ახლოს ხდება.

Post navigation

Previous: უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო
Next: როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.