Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო

მარშალ პრესი 13/11/2025
104

კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. 

დამსწრე საზოგადოებას სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინეს.  „დიდგორი 2025“ ეროვნული – სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. 

კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა.  

სწავლება „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაიზარდა საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც. საველე კომპონენტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი,  ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.  

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ პრეზენტაცია წარადგინა
Next: ვაშინგტონმა პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი – ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.