Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

მარშალ პრესი 11/11/2025
Capture

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ გაბორ ბორონდის შეხვდა. მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  

 

მინისტრთან შეხვედრამდე, თავდაცვის უწყებაში უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  უნგრელ გენერალს მისი კოლეგა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი  გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. მან გენერალ გაბორ ბორონდის ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და SNGP  წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის წვლილი აღნიშნა. შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო განათლების, სამხედრო სწავლებებისა და სამხედრო მედიცინის კუთხით არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და  სამომავლო პერსპექტივები დასახეს. 

 

უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გაბორ ბორონდი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უნგრელი სტუმრები  კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრშიც (JTEC) იმყოფებოდნენ.

Post navigation

Previous: ევროპელების არაევროპული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ევროპელების რეპუტაციას აკნინებს ქართველების თვალში და ეს არ არის კარგი მოვლენა
Next: შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.