Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელების არაევროპული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ევროპელების რეპუტაციას აკნინებს ქართველების თვალში და ეს არ არის კარგი მოვლენა

მარშალ პრესი 11/11/2025
eka sepashvili

„ახლანდელი ევრობიუროკრატები არ გმობენ ძალადობას, აღვივებენ პოლარიზაციას, აფინანსებენ რადიკალიზმს და ასე ცდილობენ საქართველოში გარკვეული არეულობის შემოტანას,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპელების არაევროპული განცხადებები აკნინებს ევროპელების რეპუტაციას ქართველების თვალში და ეს არ არის კარგი მოვლენა.

„ევროპელების არაევროპული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ევროპელების რეპუტაციას აკნინებს ქართველების თვალში და ეს არ არის კარგი მოვლენა. ეჭვი მეპარება, რომ ქართველ ხალხს ეს უნდოდეს და ამისკენ მიისწრაფოდეს. ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც ემყარება რეალურ ღირებულებებს და არა იმ ღირებულებებს, რომელსაც ამჟამინდელი ევრობიუროკრატები ქადაგებენ. ახლანდელი ევრობიუროკრატები არ გმობენ ძალადობას, აღვივებენ პოლარიზაციას, აფინანსებენ რადიკალიზმს და ასე ცდილობენ საქართველოში გარკვეული არეულობის შემოტანას. ზოგიერთი ევრობიუროკრატისთვის თურმე დემოკრატიაა ყოველგვარი დიალოგის გაწყვეტა საქართველოსთან და ეს მიაჩნიათ დემოკრატიის ამოსავალ პრინციპად.

ამის რეალური მიზეზი კი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს მხრიდან არ სურთ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში არავითარი დემოკრატიული უკუსვლა არ არსებობს, რაც მათ ანგარიშებშიც ცხადად ჩანს. რატომღაც არ სურთ, რომ ეს ანგარიშები წაიკითხონ და გაანალიზონ. ქართველი ხალხი ამ ევროპისთვის არ იბრძოდა და არც ამ ევროპაში ინტეგრაცია არ სურს საქართველოს მოსახლეობის იმ 80%, რომელიც ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის ერთგულებას ევროპული ინტეგრაციისადმი. ჩვენ გვინდა ის ღირებულებები და ის მიდგომები, რომლის შექმნაში ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა და რომელიც დღემდე გვეძვირფასება. ეს არის ტოლერანტობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, ღირსების პატივისცემა და რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი – სამშობლოს სიყვარული.
იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია და ზოგიერთი პოლიტიკოსი დაუბრუნდება ამ ღირებულებებს და მოხდება საქართველოსთან ღირსებაზე დაფუძნებული, პარტნიორული და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების ამღიარებელი პოლიტიკური დიალოგი, რომელიც გადაიზრდება ურთიერთსასარგებლო, ხელსაყრელი, ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: რა ბანძი უნდა იყო, ისლამურ სამყაროში აშშ-ის ყველაზე მჭიდრო პოლიტიკურ და სავაჭრო მოკავშირეს აგინო, ქართულ ისლამოფობიაზე მოხტომის ხათრით
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.