Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოვითხოვ, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტა” – ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი

მარშალ პრესი 10/11/2025
DAVID KARTVELISHVILI

„საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც. ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც საზოგადოების იმ მცირე, მაგრამ რადიკალურ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საქართველოში არაბულ ინვესტიციებს სხვადასხვა, დაუსაბუთებელი მიზეზით ეწინააღმდეგება. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურებისაგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს აყვანილი „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მიეცეს მსვლელობა.

„ნაცრადიკალიზმის აგრესიული აქტიურობა რომ პირდაპირ კავშირში იყო მის მკვებავ ფინანსურ ნაკადებთან, ამის უტყუარი დასტურია: 1) აშშ-ის ახალი დეპარტამენტის მხრიდან USAID-სა და სხვა წყაროების „დე-ფინანსირება”; 2) საქართველოში გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება; 3) ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტური მუშაობა; 4) საერთაშორისო გრანტების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ჯაჭვი: „ფული არალი – რევოლუცია არალი”, ძალიან კარგად ამუშავდა. თუმცა მოდუნების საბაბი არ გაგვაჩნია. საეჭვოდ გააქტიურდა „პირიქითა სექტების” დესტრუქციული „არმაგედონული” ხასიათის საქმიანობაც.

ნაცსექტასთან თანაცხოვრების სამწუხარო მდიდარმა გამოცდილებამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ამ ფსევდოპატრიოტული გოდებების უკანაც სერიოზული ფინანსური შემოდინებები „იმალება”. არა მგონია, ჩემი „მცდარი” ვერსია უსაფუძვლო იყოს და ვთხოვ კი არა – მოვითხოვ შესაბამისი სტრუქტურებისაგან, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტის” თითოეული რადიკალის ასე „მოულოდნელად” აღზევებული „პატრიოტიზმის” საფუძვლები და საჭიროების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მისცენ მსვლელობა. ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი, რომელსაც ჩვენი თავების მოჭრის აუცილებლობის დაპირებაც მოჰყვა. ვერავინ ვერ მასწავლის ხელისუფლების მიერ ინიცირებული სამართლიანი პროცესების მხარდაჭერას თუ გვერდში დგომას, მაგრამ კანონის ფარგლებში „პირიქითა სექტის” მიმართ სამართლიანი და კანონიერი მოქცევაც დამანახეთ და მათთან რაღაც „ქუჩური გარჩევების” რეჟიმში ნუ გვაიძულებთ გადასვლას…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარე – უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან
Next: ბრიუსელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.