Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარე – უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან

მარშალ პრესი 10/11/2025
karel havlechiki

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარემ, კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ უკრაინის დროშები თანდათან უნდა მოიხსნას სახელმწიფო შენობებიდან.

ჰავლიჩეკის თქმით, უკრაინის დროშებმა „შეასრულეს თავიანთი ფუნქცია, როგორც სიმბოლომ და სოლიდარობის გამოხატულებამ“.

ამასთან, პარტია „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარემ ვარაუდი გამოთქვა, რომ ევროპული დროშაც ჩამოიხსნება ვაჭრობის სამინისტროს შენობიდან, როდესაც მინისტრი გახდება.

„დროშა მოიხსნება, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ პირველივე დღეს. მე მგონია, რომ ეს დროშები უნდა მოიხსნას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. მე ამაში არაფერ ცუდს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ჰავლიჩეკმა.

მანამდე, ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან. საპასუხოდ, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს.

„სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოესწორებინა ტომიო ოკამურას პირველი ნაბიჯი. უკრაინის დროშა პალატაში დაბრუნდა და ახლა ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის ფანჯრებიდან არის გადმოფენილი“, – აღნიშნა „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის
Next: მოვითხოვ, ოპერატიული კონტროლის ქვეშ აიყვანონ „პირიქითა სექტა” – ამათგან გვაკლია კიდევ „რუსო-რუსოსა” და “მონა-მონას” პარალელურად, “არაბოსა” და “იუდას” ძახილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.