Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

მარშალ პრესი 09/11/2025
mtavroba

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.

დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.

Post navigation

Previous: შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა დევი აბაშიძის ქუჩის N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.