Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს

მარშალ პრესი 07/11/2025
578261737_1270912198411570_5363475694769866041_n
დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს.
აღნიშნული პროექტი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის 25-ე ა საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ამორტიზებული ლიფტი ახალი, თანამედროვე ტიპის ლიფტით ჩანაცვლდა. დამონტაჟდა კაბინა და ამწე მექანიზმები, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 103 ლარი გამოიყო.
დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად გაეცნო და
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელ კორპუსებში 36 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია და ჩანაცვლების სამუშაოები განახორციელა.

Post navigation

Previous: საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო
Next: მიხეილ სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.