Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო

მარშალ პრესი 07/11/2025
dimitri khundadze

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, სასამართლო მიიღებს.

„ის, რაც პროკურატურის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ნანახი გვაქვს პირდაპირ ეთერებშიც. ვნახეთ, საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა. საგარეო ფრონტზე კი ცალკე ხაზი ჰქონდათ გახსნილი – თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი, არადა, შესაბამისი კომპეტენტური, მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება გვქონდა – არავითარი შავი ხვრელი საქართველოში არ ფიქსირდებოდა. იყო სანქციებთან მიერთების მცდელობა, განცხადებები და რეზოლუციები, რომელსაც საქართველოდან ამარაგებდა აგენტურა, რომელიც მოუწოდებდა საზოგადოებას, ცალ ფეხზე მდგარიყო. ეს არის მტრული დამოკიდებულება, მაგრამ სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს შესაბამისმა უწყებებმა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო” თუმცა, პატივს სცემს თბილისის არჩევანს
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ე.წ კარაჩაროვის ტიპის ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.