Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება

მარშალ პრესი 07/11/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აზერბაიჯანის მიერ სერბული თვითმავალი ჰაუბიცების მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილის თქმით, როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება – აზერბაიჯანს არც სომხეთი ჩამორჩება დიდად – ერევანი ინდოეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება და გარიგება სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის შესაძლებლობების მოდერნიზაციას, ასევე, ახალი თაობის Akash-NG საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს.

„სულ რაღაც 90 დღე გავიდა, რაც ვაშინგტონში დონალდ ტრამპმა „ისტორიულ ზავს” მოაწერა ხელი ალიევსა და ფაშინიანს შორის, ხოლო მომდევნო დღეებში მან სომხეთი კამბოჯასთან, აზერბაიჯანი კი ალბანეთთან შეარიგა. ამის შემდეგ ნობელის პრემია სულ სხვა „მშვიდობისმყოფელს” გადაეცა და როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება – მეზობელმა აზერბაიჯანმა სერბული Nora-B 52NG თვითმავალი ჰაუბიცები მიიღო.

ისინი ბაქოში 2024 წლის თებერვალში აზერბაიჯანსა და სერბულ კომპანია Yugoimport SDPR-ს შორის ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში შეიტანეს. კონტრაქტი 339 მილიონი დოლარის ღირებულების 48 ჰაუბიცას მიწოდებას ითვალისწინებს. Nora-B 52NG თანამედროვე თვითმავალი ბორბლიანი საარტილერიო სისტემაა, რომელიც მაღალი მობილურობით, სიზუსტითა და ძლიერი ცეცხლსასროლი ძალით ხასიათდება.

სომხეთი აზერბაიჯანს დიდად არ ჩამორჩება. ერევანი ინდოეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება. ინდური გამოცემა Republic World-ის ცნობით, გარიგება სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის შესაძლებლობების მოდერნიზაციას, ასევე, ახალი თაობის Akash-NG საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაგეგმილია Pinaka-ს მრავლობითი სარაკეტო სისტემების ახალი პარტიის შეძენა.

ინდოეთმა სომხეთს ადრე Akash-ის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა. Akash-NG არის უფრო ხანგრძლივი მოქმედების სისტემა, რომელიც გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველ საფეხურად. ასევე, მუშავდება ერთობლივი წარმოების სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს BrahMos-ის კომპონენტების ლიცენზირებულად აწყობას სომხეთში. ინდოეთი 2022 წლიდან სომხეთის მთავარი იარაღის მიმწოდებელი გახდა. ბოლო წლებში ინდოეთმა მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, 155 მმ-იანი ჰაუბიცები, საარტილერიო სამაგრები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები და სხვა ტიპის იარაღი“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე
Next: მეხსიერებიდან ვერასდროს წაიშლება, თუ როგორ დაუპირისპირდა და რამდენად სასტიკად გაუსწორდა 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.