Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე

მარშალ პრესი 07/11/2025
giorgi chakvetadze

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო… თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე, – ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სკანდალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

ჩაკვეტაძის თქმით, 2024 წელს ზუსტად იგივე ნარატივით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ამავე დროს ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.

 

„გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო…
თქვენ შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციაო და ,,დე ფაქტო” თვითონ ჰქონდათ შეჩერებული ზუსტად 5 თვით ადრე. ამას პაველ ჰერჩინსკის 2 დღის წინანდელი წერილიც ადასტურებს.
ეს იმ სერიიდანაა, გამჭვირვალობა არაევროპული და ადმინისტრაციული შენობების შტურმი – ევროპული ღირებულებააო.
2024 წელს ამ ნარატივით, რადიკალებს არჩევნების შედეგები არ აღიარებინეს და ნოემბერ-დეკემბერში რევოლუციური ქმედებებიც დაუფინანსეს.
იგივე ხელწერა იყო წელს, 4 ოქტომბერს, თუმცა ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა.
ბოდიშის მომხდელი ესენი არ არიან, მაგრამ ჩვენ იმავეს გავიმეორებთ:
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა
Next: როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.