Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

მარშალ პრესი 26/06/2022
გიორგი გამსახურდია

აი, ათასი ჯურის ეშმაკი და ავაზაკი, ვინც საერთოდ 90-იან წლებში, საქართველო რომ ინგრეოდა, სახელმწიფო ქონება კაპიკებში რომ შეირგო და ამის ხარჯზე გამდიდრდა, ყველა ის ხალხი ქისებად უდევთ პარტიასა და პარლამენტში და ესენი საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე?!, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისა განაცხადა.

მან რადიკალური ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა. გამსახურდიამ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

„ხაზარაძე ჰყავთ, „ჭუტა“ და რომელი ერთი დაგისახელოთ და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ! ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი ნაშოვნი, კიდევ ერთხელ ვამბობ და არაერთხელ გავიმეორებ, ამ ადამიანს თუკი რაიმე უშოვია, თავის ოჯახზე რომ უნდა მოეხმარა და შვილებისთვის, ის მთლიანად ქვეყანას და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ! ამ ადამიანს ეძახიან ოლიგარქს, რომელიც ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ჩამოცილებულია, ეგ მაინც ვიცი! ზოგ-ზოგიერთების გასაგონად ვამბობ. ნამდვილად, ეგ
ჩემზე კარგად ბევრმა არ იცის.

იქ ნაყოფიაა, ძმები ყარამანიშვილები, აი, ათასი ჯურის ეშმაკი და ავაზაკი, ვინც საერთოდ 90-იან წლებში, საქართველო რომ ინგრეოდა, სახელმწიფო ქონება კაპიკებში რომ შეირგო და ამის ხარჯზე გამდიდრდა, ყველა ის ხალხი ქისებად უდევთ პარტიასა და პარლამენტში და ესენი საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე?! კი, ბატონო, იყოს დეოლიგარქიზაცია, მაგაზე ვართ სწორედ თანახმა!“, – განაცხადა გამსახურდიამ.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები
Next: უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.