Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები

მარშალ პრესი 26/06/2022
თეა წულუკიანი

დღევანდელი დღე სწორედ ილია მეორეს ეძღვნება და მინდა, მას აქედან მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ჩვენ ვყოფილიყავით მისი ამ სურვილის აღმსრულებლები, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის სიქსტის კაპელაში გასამართ კონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი სამუშაო გასწია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საქართველოს ელჩმა და საქართველოში ვატიკანის ელჩმა, რომ ეს დღე დამდგარიყო. კულტურის მინისტრმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. კერძოდ, მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ემოცია გვიპყრობს, რომ ვიცით, ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის ისტორიაში. წულუკიანმა აღნიშნა, რომ საამისოდ კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

„როგორც ვატიკანის პრესა წერს ამ დღეებში, როდესაც 1980 წელს ილია მეორე ესტუმრა ვატიკანსა და რომის მაშინდელ პაპს, სწორედ მაშინ დაიგეგმა, რომ ეს ურთიერთობა არ ყოფილიყო მხოლოდ ერთი შეხვედრის თემა და კულტურული ურთიერთობები გაგრძელებულიყო. როგორც ამბობენ, მას შემდეგ არაერთი მცდელობა იყო და 2019 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ მოიწვია ილია მეორე თავისთან, ვატიკანში და უთხრა, რომ 1980 წელს თქვენი ვიზიტის შემდეგ 40 წელი გადის და მოდით, ეს იუბილე ერთად აღვნიშნოთო. ამ დროს დაემთხვა პანდემია და მოვედით დღემდე. ამიტომაც, დღეს ჩვენ ილია მეორის ვატიკანში ვიზიტის 40 წლისთავს აღვნიშნავთ და იმასაც, რომ პატრიარქის სურვილი სწორედ მის მიერ დაფუძნებულ სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდს ემღერა ვატიკანში. ამის აღსრულება ხდება და ძალიან ვწუხვართ, რომ თავად პატრიარქმა ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: იანის კაზოცინში: თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ხელისუფლებაც შესაბამის გონივრულ ნაბიჯებს დგამს, ეს ევროკავშირშიც მხედველობაში უნდა მიიღონ
Next: გიორგი გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025