Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

მარშალ პრესი 06/11/2025
chandler

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ადაპტაციურობის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე „რამდენად ეფექტურად რეაგირებს მთავრობა ცვლილებებზე (მაგ., ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, სოციალურ და დემოგრაფიულ ტენდენციებზე, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ გამოწვევებზე)?“. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 6 ადგილით დაწინაურდა, 11-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 32 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ირლანდია, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი. ევროპის საუკეთესო სამეული ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, საქართველო და შვეიცარია.

Post navigation

Previous: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია – არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ჭარნალისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.