Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია – არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში

მარშალ პრესი 06/11/2025
irakli kobakhidze

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულებით ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ზოგადად, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ჩვენთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე საქართველოს პავილიონების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში.

„დღეს დავათვალიერეთ ქართული პავილიონები, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც 29 ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება, ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ასევე ქართველ მეწარმეებს, რომლები წარმოდგენილები არიან ამ გამოფენაზე და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი
Next: ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.