Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ

მარშალ პრესი 03/11/2025
zaza shatirishvili4

შეგახსენებთ კიდევ ერთ მოცემულობას – ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ესეც რომ არა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად, თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად გამოიყენონ და საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ტელევიზიის დამფუძნებლისა, თუ მფლობელის მანტიას ამოეფარონ, ხოლო ის ფაქტი, რომ კანონი და ვალდებულებები მათზეც ვრცელდება, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღონ, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ევროპაში გამონაკლისი ქვეყნების გარდა, ყველა სახელმწიფო, თუ ორგანიზაცია „დიფ სთეითის“ მიერ ტოტალურად კონტროლდება.

„„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აზრით, ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, სადაც თურმე ბიძინა ივანიშვილს პრესის თავისუფლება აქვს მიტაცებული. საქართველოში დღეს ქართულ საზოგადოებას იმას რომ ეტყვი, თითქოს აქ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ამით ყველაფერი ნათქვამია…
ამ ოქსიმორონზე ალბათ არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოება, რაც ამ აბსურდს ლოგიკურ ახსნას უძებნის. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში და არა მხოლოდ, რამდენიმე გამონაკლისი ქვეყნის (მაგ. უნგრეთი, სლოვაკეთი) გარდა, მედია, ისევე როგორც ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტოტალურად კონტროლდება „დიფ სთეითის“ მიერ“,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია
Next: მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ცდილობენ შექმნან კონკურენციის ილუზია, თითქოს არსებობს ლიბერალური მედიები, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, რადგან რეალურად, ორივე მხარეს „დიფ სთეითი“ აკონტროლებს და იქ თავისუფალი მედია, უბრალოდ, არ არსებობს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.