Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია

მარშალ პრესი 03/11/2025
zaza shatirishvili5

როგორც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გვაუწყებს, რომ საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა და თანაც იმ ადამიანის მიერ, ვინც 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი, რაც საქართველოსთვის გააკეთა სწორედ ის იყო, რომ მედია რეჟიმის მსახურებისგან გაათავისუფლა და შექმნა შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერ ჟურნალისტს არა პოლიტიკური ძალების დაკვეთით, არამედ საკუთარი პროფესიული სტანდარტის მიხედვით ემოქმედა, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილი კომიკურს უწოდებს RSF-ის გადაწყვეტილებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი მათ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეიყვანეს, რამდენადაც როგორც შათირიშვილი წერს საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში თავისუფალი მედიისა და მედია პლურალიზმის საკითხში.

„კომიკურია, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა, რადგან თუკი დღეს, მსოფლიოში, სადმე თავისუფალი მედია და მედია პლურალიზმი არსებობს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველია. ესაა მოცემულობა, რომელიც საქართველოში ყველამ კარგად იცის და ამაში დასარწმუნებლად დიდი ექსპერტული ცოდნაც არაა საჭირო, უბრალოდ, გადათვალეთ არათუ ზოგადად – სატელევიზიო არხების, ან ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების, არამედ ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების რაოდენობა და თავად წარმოიდგინეთ, პრესის თავისუფლების რომელი „მიმტაცებელი“ „მოითმენდა“, ან „შეეგუებოდა“ ასეთ მდგომარეობას?!“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: ბაჩო ახალაიას ცოლი სააკაშვილს მადლობას უხდის
Next: ტელევიზიის გახსნის სიმარტივით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურად თუ ფინანსურად ანგაჟირებული პირები თუნდაც მხოლოდ იმიტომ აფუძნებენ ტელევიზიებს, რომ შემდეგ ინდულგენციად და საკუთარი დანაშაულის დასაფარად გამოიყენონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.