Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – პენიტენციური სამსახურის განცხადება

მარშალ პრესი 31/10/2025
penitenciuri

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს.

Post navigation

Previous: წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი – ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას
Next: შეგიძლიათ ნახოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, შესყიდვა, ტენდერი, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, პირადად ვაგებ პასუხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.